19.01.2009

 

”ზესტაფონის” თურქული მზადება.

 

2009 წლის 18 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სტამბულის გავლით ჩავიდა თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიადან 70 კილომეტრის მოშორებით მდებარე დაბა სიდეში, სადაც გუნდმა საგაზაფხულო ბატალიებისათვის მზადება განაგრძო.

გუნდი დაბინავდა სასტუმრო ”სუენო ბიჩ საიდ ოტელში”, სადაც იმერელთა გარდა, სეზონის განახლებისათვის ემზადებიან უკრაინული ”კრივბასი”, ნალჩიკის ”სპარტაკი’ და ზესტაფონელთა თანამემამულეები საფეხბურთო კლუბ ”გაგრადან”.

მგზავრობით გადაღლილმა გუნდმა, რამდენიმესაათიანი დასვენების შემდეგ, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე (თბილისის დროით- 18:00 საათი) სიდეში პირველი ვარჯიშიც გამართა. გია გეგუჩაძის განკარგულებაში შეკრებაზე წამოსული 29-ვე ფეხბურთელი გახლდათ .

21 იანვარს ზესტაფონელები პირველ სპარინგ-შეხვედრასაც გამართავენ - ქართველთა მეტოქე უკრაინის უმაღლესი ლიგის ბინადარი და ერთ-ერთი ლიდერი პოლტავის ”ვორსკლა” იქნება. მატჩი ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყება .

 

 

 

 

 

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005