საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-კონფერენცია.
2009 წლის 18 იანვარს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიემგზავრება თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სიდეში, სადაც 18 იანვრიდან 2 თებერვლამდე პერიოდში გაიმართება სეზონის განახლებისათვის მზადების მეორე მოსამზადებელი ეტაპი.
2009 წლის 17 იანვარს სასტუმრო ”ირმენიში” საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა თურქული ვოიაჟისწინა პრეს-კონფერენცია, რომელზეც გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბრის გარდა, ფართო საზოდოებრიობას წარედგინა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რამდენიმე ახალწვეული, ფეხბურთელებს მიენიჭათ თავიანთი ნომრები და საპატიო ვითარებაში გადაეცა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურები .
უპირველეს ყოვლისა, პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს თურქულ შეკრებაზე და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილ სპარინგ-მატჩებზე: თურქეთში საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდება პოლტავის ”ვორსკლას”, კრასნოდარის ”ყუბანთან”, კრივოი როგის ”კრივბასს”, ლუგანსკის "ზარიას”...
საინტერესო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის, რომ ახლადგაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე კლუბის ღირსებას კვლავაც დაიცავენ შემდეგი ფეხბურთელები: ზურაბ იონანიძე (მიმდინარე სეზონის ბოლომდე), ირაკლი ძარია და მურთაზ დაუშვილი (ორივე 3 წლის მანძილზე).
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” 5 ახალწვეული ჰყავს - ფორვარდი ლევან მელქაძე, რომელიც კლუბის ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს (თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით), მეკარე ზურაბ მამალაძე (2-წლიანი ხელშეკრულება), მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი, ფორვარდი მიხეილ კაკალაძე (ორივე 3-3 წლით) და ნახევარმცველი შოთა გრიგალაშვილი, რომელიც ს.კ. ”ზესტაფონის” მაისურით უახლოესი 3,5 წლის განმავლობაში იასპარეზებს.
უნდა ითქვას, რომ გუნდთან ერთად იმყოფებიან და მასთან ერთად მიემგზავრებიან თურქულ შეკრებაზე ”ზესტაფონი-2”-ს ფეხბურთელები ალეკო ლაბაძე და გიორგი ჭანკოტაძე და ”ამერელები” ბესიკ ჩიმაკაძე და გიორგი ელაბაქიძე (კლუბთან მათი შემდგომი ურთიერთობის საკითხი რამდენიმე დღეში გაირკვევა).
სულ თურქეთში შემდეგი 29 ფეხბურთელი გაემგზავრება:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, გიორგი ძაძამია;
მცველები: სევასტი თოდუა, შალვა ღონღაძე, უჩა ლობჟანიძე, კარენ მაკარიანი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, გიორგი ელბაქიძე, გიორგი კვესიეშვილი, აკაკი ტეტუნაშვილი;
ნახევარმცველები: ნიკა კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი, გიორგი ჭელიძე, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი ხიდეშელი, ირაკლი ძარია, ნიკოლოზ სტეფანიშვილი, ანზორ სუხიაშვილი, ალეკო ლაბაძე, გიორგი ჭანკოტაძე, შოთა გრიგალაშვილი;
თავდამსხმელები: ზურაბ იონანიძე, ლევან მელქაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, ერიკ რომეო ჩასემი, მიხეილ კაკალაძე, ბესიკ ჩიმაკაძე.
გუნდი ანტალიაში, სტამბულის გავლით, 18 იანვარს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიემგზავრება ...
|