”ზესტაფონი” მზადებას განაგრძობს.
|
”ზესტაფონმა” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს.
|
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი, რომელიც ზესტაფონში იმყოფება, განაგრძობს საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას.
გუნდთან ერთად იმყოფება და ვარჯიშობს რამდენიმე ფებურთელი, კერძოდ: ყოფილი ”დინამოელი”, ნორვეგიული ”ვოლერენგასა” და ყარაგანდის ”შახტიორის” ყოფილი ფეხბურთელი ლევან მელქაძე, ეროვნული ნაკრების კანდიდატი მეკარე ზურაბ მამალაძე, ”ამერის” ფეხბურთელი გიორგი ელბაქიძე და ახალგაზრდა ფეხბურთელები: გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომელიც, ლევან მელქაძის მსგავსად, ექს-”დინამოელია” და აკაკი ტეტუნაშვილი საფეხბურთო კლუბ ”გაგრადან”.
შეაგახსენებთ, რომ 18 იანვარს მომზადების დასკვნითი, მეორე ეტაპის გასავლელად, გუნდი მიემგზავრება თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ სიდეში.
|