06.01.2009

 

 

”ზესტაფონის” ფორვარდი ”დნიპროში”.

 

 

ბექა გოცირიძე

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ბექა გოცირიძე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და დნეპროპეტროვსკის ”დნიპროს” შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში უკრაინული კლუბის ღირსებას დაიცავს.

კლუბებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ბექა გოცირიძის ტრანსფერის საფასურმა ერთი მილიონი ევრო შეადგინა. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ქართული სპორტული მედიის ცნობით, უკრაინულ მხარესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებით, ბექა გოცირიძე, გიორგი ქინქლაძის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბებიდან გასხვისებული ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა.

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” წარმატებას უსურვებს ბექა გოცირიძეს (უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში კლუბისა და ზესტაფონელთა გულშემატკივრის ერთგულ სპორტსმენსა და პიროვნებას!) და მის ახალ კლუბს !

 

ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005