03.01.2009

 

 

”ზესტაფონმა” სეზონის განახლებისთვის მზადება დაიწყო.

 

 

”ზესტაფონმა” სეზონის განახლებისათვის მზადება დაიწყო.

მიმდინარე წლის 3 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი შეუდგა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას.

საგაზაფხულო ბატალიებისათვის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერის საუკეთესოდ მომზადებისათვის გუნდის ხელმძღვანელობას დაგეგმილი აქვს ორი მოსამზადებელი ეტაპის ჩატარება. მომზადების პირველი ეტაპი, რომელიც გასტანს მიმდინარე წლის 17 იანვრამდე, მიზნად ისახავს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელთა სამედიცინო შემოწმებას, მათ თეორიულ და ფუნქციონალურ კონდიციებზე მუშაობას.

18 იანვარს კი, მომზადების დასკვნითი, მეორე ეტაპის გასავლელად, გუნდი ორი კვირით მიემგზავრება თურქეთის რესპუბლიკაში - შეკრებისას დაგეგმილია რამდენიმე საკონტროლო შეხვედრის გამართვა.

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005