25.12.2008

 

ზესტაფონელთა მზადება.

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი შეუდგა სეზონის ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩისათვის მზადებას. გუნდი მიმდინარე წლის 22 დეკემბერს შეიკრიბა ზესტაფონში.

როგორც ფეხბურთის მოყვარულთათვის ცნობილია, მიმდინარე წლის 28 დეკემბერს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მარგველები საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრაში უმასპინძლებენ ქვეყნის 2004 წლის ჩემპიონს, მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯია”.

გუნდი საპასუხისმგებლო მატჩისათვის ზესტაფონში ემზადება - ქალაქის ცენტრალური და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები, სატრენაჟორო ცენტრი ”ზესტაფონის” მწვრთნელთა და ფეხურთელთა სრულ განკარგულებაშია.

სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს განეკუთვნება ის გარემოება, რომ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს შეუდგა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბექა გოცირიძე , რომელსაც ტრავმის გამო თითქმის ერთი თვის მანძილზე იძულებითი ხასიათის პაუზა ჰქონდა.

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005