22.12.2008

 

 

ახალწვეული საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში”.

 

2008 წლის მიწურულს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გააფორმა კონტრაქტი კიდევ ერთ ფეხბურთელთან - 20 წლის ახალწვეულის სახელია რატი წინამძღვრიშვილი. ახალგაზრდა ფორვარდი, რომელიც დღემდე თბილისის ”ამერში” ასპარეზობდა, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის”ახალწვეულის შესახებ:

რატი წინამძღვრიშვილი - თავდამსხმელი; დაბადებული - 22/03/1988; სიმაღლე - 187 სმ, წონა - 84 კგ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა საფეხბურთო კლუბ ”ამერში”(2002-2008 წლებში).

გუნდის ახალწვეული დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის ორგზის (2006 და 2007 წლებში) გამარჯვებული და 2007 წლის ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.


უნდა ითქვას ისიც, რომ ნაკლებად სავარაუდოა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონშივე მოახერხოს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურის მორგება, რადგან რატი წინამძღვრიშვილს, რომელსაც გაწყვეტილი აქვს მყესები, ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია და ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი. ევროპის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ჩასატარებელი ოპერაციისა და შემდგომი მკურნალობის ხარჯებს მთლიანად საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გასწევს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005