03.12.2008

 

 

"VTB" ბანკის სუპერთასის გათამაშება.

 

 

2008 წლის 3 დეკემბერს გაიმართა საქართველოს "VTB" ბანკის სუპერთასის გათამაშების შეხვედრა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თასის მოქმედი მფლობელი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდა ქვეყნის ჩემპიონ თბილისის ”დინამოს”.

შეხვედრის ოთხმოცდაათივე წუთი, ისევე, როგორც ამ გუნდების ერთი კვირის წინანდელი დაპირისპირება ძალიან დაძაბულად წარიმართა. ორივე გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, შეხვედრა უგოლოდ სრულდებოდა, გადამწყვეტი კი მატჩის 90-ე წუთი გამოდგა - დინამოელებმა სტუმართა საჯარიმოში სახიფათოდ ჩააწოდეს და ლევან ხმალაძემ ბურთი თავით ზემოიმერელთა კარის ბადეში გადაგზავნა .

საფეხბურთო კლუბი თბილისის "დინამო" საქართველოს სუპერთასის 2008 წლის გათამაშების გამარჯვებულია,,,

 

03/12/2008 ”დინამო” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 1-0

დაწვრილებით:

 

ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005