30.11.2008

 

 

გიორგი გეგუჩაძე ”ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელია.

 

 

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მთავარი მწრვთნელის თანამდებობა დატოვა გუნდის ღვაწლმოსილმა დამრიგებელმა ბატონმა თემურ მახარაძემ, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” 2004 წლის შემოდგომიდან მუშაობდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გაიმარჯვა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგის” თასის 2008 წლის გათამაშებაში .

2008 წლის 1 დეკემბრიდან კი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გიორგი გეგუჩაძე იმუშავებს. გიორგი გეგუჩაძე კარგადაა ცნობილი საფეხბურთო სამყაროში, როგორც მწვრთნელი, რომელმაც წარმატებით იმუშავა თბილისის ”დინამოში”. სწორედ ბატონი გიორგის გაწვრთნილმა ”დინამომ”, ერთადერთხელ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, მოიპოვა უეფა-ს თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება.

გუნდს ახალი დამრიგებელი ბოლნისელებთან მატჩის დასრულებისთანავე წარუდგინეს.

 

ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005