22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპს”.
შეხვედრა, რომელშიც ზესტაფონელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, სტუმართა სენსაციური გამარჯვებით 0-1 დასრულდა. მატჩის 13-ე წუთზე მასოინძელთა დაცვის უყურადღებობით კარგად ისარგებლა რუსთაველმა თენგიზ ჩიკვილაძემ და თავისიანები დააწინაურა.
ზესტაფონელებს მატჩის როგორც პირველ ნახევარში, ასევე მეორეშიც ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობები, თუმცა, მასპინძელთათვის სამწუხაროდ, მათ მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი და ძალიან დასანანი საშინაო მარცხი იწვნიეს ...
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 22 ნოემბერს მიღწეული წარმატება გახლავთ რუსთაველთა პირველი გამარჯვება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” შეხვედრათა ისტორიაში.