15 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” შინ უმასპინძლა მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივს”.
შეხვედრის პირველი ტაიმი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მასპინძლებმა თავიდანვე მონდომებით შეუტიეს მეტოქეს და 16-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც - ბექა გოცირიძის გადაცემის შემდეგ ანგარიში ნიკოლოზ გელაშვილმა გახსნა.
შესვენების შემდეგ მასპინძლები ისევ აქტიურობდნენ, სტუმრები კი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ერთ-ერთი ასეთი კონტრშეტევისას თბილისელთა დაწინაურება რატი ალექსიძეს შეეძლო, თუმცა მარგველები მეკარე როინ კვასხვაძის ბრწყინვალე რეაქციამ გადაარჩინა. 67-ე წუთზე იმერლები კვლავ დაწინაურდნენ - მოედანზე ახლადშემოსული ზურაბ იონანიძის სახიფათო გადაცემას ერიკ რომეო ჩასემის გოლი მოჰყვა. შეხვედრის საბოლოო წერტილი კი არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში მურთაზ დაუშვილმა დასვა - რკინიგზელთა კუთხურს, როდესაც გიორგი ლომაიაც მასპინძელთა საჯარიმო მოედანზე იმყოფებობა, მოჰყვა ელვისებური კონტრშეტევა და ბუბა დაუშვილმა ბურთი ცარიელ კარში შეაგორა - 3-1.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნიკოლოზ გელაშვილი ჩემპიონატის ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში არ ტოვებს მოედანს გატანილი გოლის გარეშე !