11.11.2008

 

 

პრინციპულ მეტოქეთა მორიგი დაპირისპირება.

 

 

11 ნოემბერს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგის” თასის გათამაშების პირველი მეოთხედფინალური მატჩები. ზესტაფონში თასის მოქმედი მფლობელი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დაუპირისპირდა ქვეყნის ჩემპიონ თბილისის ”დინამოს”.

 

შეხვედრის პირველი ტაიმი, როგორც სჩვევია სათასო დაპირისპირებებს, ძალიან ფრთხილ ბრძოლაში წარიმართა. გუნდები მაქსიმალურ ყურადღებას უთმობდნენ საკუთარი კარის უსაფრთხოებას, ამდენად, სახიფათო მომენტები მეტოქეთა კართან ნაკლებად იქმნებოდა. ზოგადად არასანახაობრივი პირველი ტაიმის ფონზე აშკარად გამოსარჩევი გახლდათ ალექსი ბენაშვილისა და მურთაზ დაუშვილის შორეული დარტყმები. თუმცა ორივე ეპიზოდში საიმედო იყო დინამოელთა გოლკიპერი გიორგი ლორია.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა სცადეს დაწინაურება, თუმცა დინამოელთა კართან განსაკუთრებული ხიფათის შექმნა ვერ მოახერხეს. მეტიც, შეტევითი მოქმედებებით გართულ მასპინძლებს დინამოელებმა რამოდენიმე სახიფათო კონტრშეტევით უპასუხეს, მაგრამ იმერელთა გოლკიპერი როინ კვასხვაძე ამ ეპიზოდებში უშეცდომო იყო. საბრძოლო ფრე- 0-0.

”ზესტაფონი”- ”დინამოს” წყვილში ნახევარფინალისტის ვინაობას 26 ნოემბერს თბილისში გასამართი საპასუხო შეხვედრა გამოავლენს ...

 

11/11/2008- ”ზესტაფონი” - ”დინამო” (თბილისი) 0-0

დაწვრილებით:

 

ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005