02.11.2008

 

 

პირველი გამარჯვება დიდი ანგარიშით.

 

2 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” შინ უმასპინძლა მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ აღმოჩენას, საფეხბურთო კლუბ ”გაგრას”.

შეხვედრის პირველი ტაიმი საკმაოდ უინტერესოდ წარიმართა, მასპინძლები ფლობდნენ გარკვეულ ტერიტორიულ უპირატესობას, თუმცა განსაკუთრებულ ხიფათს სტუმართა კართან ვერ ჰქმნიდნენ. შეხვედრის ასეთი სცენარით მიმდინარეობის მიუხედავად, ზესტაფონელ ირაკლი ძარიას ორჯერ მაინც შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება, თუმცა, პირველ ეპიზოდში სტუმრები მეკარე რევაზ თევდორაძემ გადაარჩინა, ხოლო მეორე ეპიზოდში ”გაგრელთა მხარეს” მათივე კარის ძელი აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ - ამას მეორე ტაიმში ნიკა კვასხვაძისა და ზურაბ იონანიძის თამაშში აქტიურმა ჩართვამ შეუწყო ხელი. ანგარიში გუნდის კაპიტანმა როინ ონიანმა გიორგი ხიდეშელის ჩაწოდების შემდეგ შეხვედრის 60-ე წუთზე გახსნა, გაგრელთა კარში მეორე ბურთი ნიკოლოზ გელაშვილმა 79-ე წუთზე გაიტანა, ხოლო საბოლოო წერთილი შეხვედრას 87-ე წუთზე ნიკა კვასხვაძემ დაუსვა - 3-0.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ნიკოლოზ გელაშვილის მიერ გაგრელთა კარში გატანილი ბურთი გახლდათ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” 200-ე გოლი ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

გაგრელებთან გამარჯვების შედეგად ზემოიმერლებმა საგრძნობლად გამოაკეთეს სატურნირო მდგომარეობა და XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შემდეგ კვლავ ლიდერთა სამეულში დაიმკვიდრეს ადგილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

02/11/2008 - ”ზესტაფონი” - “გაგრა” 3-0

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005