24.10.2008

 

 

დასავლური დერბი.

 

24 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საშინაო არენაზე უმასპინძლა მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”მგლებს”.

შეხვედრა მასპინძელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, ზესტაფონელებმა თავიდანვე სცადეს უპირატესობის მოპოვება, თუმცა მათი სასტარტო შტურმი უშედეგოდ დასრულდა. იმერულ-მეგრულ სპორტულ დაპირისპირებაში ერთადერთი და ზესტაფონელთათვის გამარჯვების მომტანი ბურთი კი ნიკა გელაშვილმა თამაშის 28-ე წუთზე გაიტანა, მას შემდეგ რაც გიორგი ხიდეშელის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ იმერელთა ფორვარდი ზუგდიდელთა გოლკიპერთან ზურაბ მამალაძესთან პირისპირ დარჩა.

შეხვედრის მეორე ნახევარში მასპინძლები კვლავ აქტიურობდნენ , თუმცა პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში საბოლოო გამოდგა - 1-0.

 

24/10/2008- ”ზესტაფონი” - “მგლები” (ზუგდიდი) 1-0

დაწვრილებით:

 

მატჩის შემდეგ:

ბესიკ შეროზია (“მგლების” მთავარი მწვრთნელი): “ამ მატჩისთვის საგანგებოდ ვემზადებოდით. თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მერე მეტოქემ გაგვითანაბრა და ჩემი აზრით, დამსახურებულადაც მოგვიგო. მართალია წავაგეთ, მაგრამ მთლიანობაში ურიგოდ არ გვითამაშია. ვთვლი, რომ ამ თამაშს, წაგების მიუხედავად, ჩვენთვის ჩავარდნა არ ეთქმის”.
თემურ მახარაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი): “ამ მატჩს ჩვენთვის საკვანძო მნიშვნელობა ჰქონდა და მოხარული ვარ, რომ მაქსიმალურ შედეგს მივაღწიეთ. ამ სეზონში “მგლების” ორი თამაში (“ლოკომოტივთან” და “ოლიმპთან”) პირადად ვნახე და მისი რეალური ძალა ჩემთვის ცნობილი იყო. ბიჭებმა ჩემი ტაქტიკური დავალება ბოლომდე შეასრულეს - მეტოქეს არ მისცეს ბურთის თავისუფლად გაკონტროლების საშუალება”.
http://msofsport.com

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005