05.10.2008

 

 

პრინციპულ მეტოქეთა მორიგი დაპირისპირება.

 

5 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საშინაო არენაზე უმასპინძლა ქვეყნის 13-გზის ჩემპიონ თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს”.

პრინციპულ მეტოქეთა შეხვედრა, მოლოდინისამებრ, ძალიან დაძაბულად წარიმართა. ზესტაფონელებმა, არბიტრ სილაგავას სასტარტო სასტვენთან ერთად, შეუტიეს სტუმრებს. მასპინძელთა ადრეულმა შტურმმა შედეგი 9-ე წუთზე გამოიღო - ჟილვან გომეს ვიერირას მიერ კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს დინამოელთა კარში ადგილი ბექა გოცირიძემ მიუჩინა.

შეხვედრის 14-ე წუთზე კი მსაჯის სიტყვიერი შეურაცყოფისათვის მოედანი ლევან ხმალაძეს დაატოვებინეს. ზესტაფონელებს პირველ ნახევარში მართებდა ანგარიშის გაზრდა, თუმცა მატჩის პირველი ნახევარი 1-0 დასრულდა. შეხვედრის მეორე ტაიმი კი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში საბოლოო გამოდგა .

 

 

 

 

 

 

 

 

05/10/2008- ”ზესტაფონი” - “დინამო” (თბილისი) 1-0

დაწვრილებით:

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005