26 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” უმასპინძლა ახალციხის საფეხბურთო კლუბ ”მესხეთს” ...
შეხვედრა, რომელშიც ზესტაფონელები ფავორიტებად ითვლებოდნენ, სტუმართა სენსაციური გამარჯვებით 0-1 დასრულდა. მატჩის 19-ე წუთზე იმერელთა დაცვის უყურადღებობით კარგად ისარგებლა ახალციხელმა დიმიტრი ლეკიშვილმა და თავისიანები დააწინაურა.
ზესტაფონელებს, რომლებმაც სათანადოდ ვერ შეაფასეს მოწინააღმდეგე, მაინც ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობები, რომელთაგანაც გამოსარჩევია როინ ონიანის მიერ 48-ე წუთზე გაცუდებული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა. თუმცა, მასპინძელთათვის სამწუხაროდ, მათ მიმდინარე სეზონში პირველი და ძალიან დასანანი მარცხი იწვნიეს ...