09.09.2008

 

 

ამხანაგური მატჩი მარტვილელებთან.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი განაგრძობს საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატისათვის მზადებას. 9 სექტემბერს იმერლებმა ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლეს პირველი ლიგის წარმომადგენელ მარტვილის ”მერანს”

მარტვილელებთან შეხვედრაში ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ჭანტურია, თოდუა, ბოიომო, სანტოსი (ზ.ლობჟანიძე, 84), ლომაშვილი, ონიანი, ვიეირა (ბენაშვილი, 46), ძარია, ნ.კვასხვაძე, გელაშვილი, ჩასემი (იონანიძე, 46).

როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოძახებულ ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი აკლდა, რამაც გარკვეული ზეგავლენა იქონია მასპინძელთა თამაშის ხარისხზე. შეხვედრა თანაბარ და დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. გოლის გატანის შესაძლებლობები როგორც მასპინძლებს, ასევე სტუმრებს ჰქონდათ, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა უგოლოდ 0-0 დასრულდა.

 

 

ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005