ეროვნული ნაკრები მუნდიალზე მოსახვედრად ბრძოლას იწყებს.
როგორც მოგეხსენებათ, 6 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ მაინცში საქართველოს ეროვნული ნაკრები გამართავს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელშიც ქართველები დაუპირისპირდებიან ირლანდიის ეროვნულ გუნდს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს, ექტორ რაულ კუპერს, რომლისთვისაც ირლანდიელებთან მატჩი სადებიუტო ოფიციალური შეხვედრაა საქართველოს ნაკრების ”მესაჭის” თანამდებობაზე, მრავალ გამოცდილ და სახელოვან ქართველ ფეხბურთელთან ერთად, ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსების დასაცავად გამოძახებული ჰყავს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” სამი ფეხბურთელიც, კერძოდ: როინ კვასხვაძე, უჩა ლობჟანიძე და ბექა გოცირიძე.
ეროვნული გუნდი უკვე გერმანიაში იმყოფება, დაბინავებულია სასტუმრო ”ჰაიატში” და ემზადება ძალიან საპასუხისმგებლო მატჩისათვის. ჩვენ კი გთავაზობთ ეროვნული ნაკრების მზადების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც გერმანიაში მყოფმა ს.კ. ”ზესტაფონის” ვიდეო-ოპერატორმა თემურ კვინიკაძემ მოგვაწოდა ...
|