”ზესტაფონი” ჩემპიონატისთვის ემზადება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი განაგრძობს საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატისათვის მზადებას. 3 სექტემბერს ეროვნული თასის მფლობელებმა ამხანაგურ შეხვედრაში უმასპინძლეს პირველი ლიგის ბინადარ ჭიათურის ”მაღაროელს”.
ზესტაფონელთა შემადგენლობა შეხვედრის პირველ ნახევარში შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ჭანტურია, თოდუა, ბოიომო, სანტოსი, ლომაშვილი, ონიანი, ვიეირა, ძარია, ნ.კვასხვაძე, იონანიძე, ჩასემი.
მეორე ტაიმში კი მარგველების შემადგენლობაში რამოდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, მათ შორის: ღონღაძე, გორგიაშვილი, ზ.ლობჟანიძე, ჟონატასი, მაკარიანი, ბერიძე და შაიშმელაშვილი
შეხვედრა ზესტაფონელი ფეხბურთელების დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა მათ მხოლოდ მინიმალური ანგარიშით - 2-1 შეძლეს გამარჯვება. შეხვედრის 33-ე წუთზე, ჟილვან ვიეირას ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ, ანგარიში ზურაბ იონანიძემ გახსნა. 36-ე წუთზე კი ანგარიში ორამდე გაიზარდა - ზესტაფონელთა მთავარი ბომბარდირის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი, გოლად როინ ონიანმა აქცია. ჭიათურელებმა კი თავისი გოლი 72-ე წუთზე წუთზე გაიტანეს - 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა სტუმარმა სეფერთელაძემ ზუსტად გამოიყენა.
აღსანიშნავია, რომ ზესტაფონელებს ნამდვილად მართებდათ უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება, თუმცა მასპინძლები შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში ბევრს სცოდავდნენ.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონისათვის მზადებას ქალაქ ზესტაფონში გააგრძელებს ...
|