საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ახალი სეზონი დავით ყიფიანის სახელობის ”ყაზბეგის” თასის XIX-ე გათამაშებაში ჩაბმით 30 აგვისტოს დაიწყო. თასის მფლობელმა პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში პირველი ლიგის ბინადარ საჩხერის ”ჩიხურას” უმასპინძლა.
მატჩი, რომელშიც გუნდებმა შავი სამკლაურებით იასპარეზეს, წუთიერი დუმილით დაიწყო. გუნდებმა და სტადიონზე შეკრებილმა მაყურებლებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ნათელ ხსოვნას.
საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 14 სექტემბერს ქალაქ რუსთავში ადგილობრივი ”ოლიმპის” წინააღმდეგ გამართავს.