”ზესტაფონ”-მა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველმა გუნდმა დაიწყო საქართველოს XX-ე ეროვნული ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის სახელობის ”ყაზბეგი”-ს თასის XIX-ე გათამაშებისათვის მზადება. 24 აგვისტოს იმერლებმა თბილისში გამართეს ამხანაგური მატჩი პირველი ლიგის ბინადარ ”ნორჩ დინამოელთან”.
ზესტაფონელთა შემადგენლობა შეხვედრის პირველ ნახევარში შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ჭანტურია, ონიანი, ვიეირა, ზ.ლობჟანიძე, ღონღაძე, ხიდეშელი, ძარია, გორგიაშვილი, ბენაშვილი, იონანიძე, ჟონატასი.
მეორე ტაიმში კი მარგველებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს : რ.კვასხვაძე, ბოიომო, უ.ლობჟანიძე, თოდუა, სანტოსი, დაუშვილი, ლომაშვილი, ნ.კვასხვაძე, გოცირიძე, ჩასემი, გელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდათ გუნდის ახალწვეულებს - ზვიად ლობჟანიძესა და ვაჟა ლომაშვილს.
შეხვედრა ზესტაფონელი ფეხბურთელების დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 5-0 დასრულდა. გოლები ალექსი ბენაშვილის (20 წუთი), ჟილვან გომეს ვიეირას (27 წუთი), ზურაბ იონანიძის (36 წუთი) და ნიკოლოზ გელაშვილის (78 და 85 წუთები) ანგარიშზეა.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ახალი სეზონისათვის მზადებას ქალაქ თბილისში გააგრძელებს ...
|