30.07.2008

 

 

”დიორი ეტომ” ზესტაფონში ივარჯიშა.

 

უნგრელთა ვარჯიში ზესტაფონში

უნგრული ”დიორი ეტო” უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩამოფრინდა საქართველოში. კოპიტნარის აეროპორტში 16:00 საათზე დაშვების შემდეგ, იმერელთა მეტოქემ ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ივარჯიშა ...

უნგრელები ქუთაისის გარეუბანში დაბინავდნენ, ზესტაფონში კი პირდაპირ აეროპორტიდან გამოემართნენ. მადიართა გუნდმა 45 წუთი გაატარა ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის მწვანე საფარზე.

როგორც გახდა ცნობილი, ხვალინდელ შეხვედრაში სტუმრებს ტრავმირებული პეტერ შტარკი და პირველ შეხვედრაში გოლის ავტორი ზოლტან ბიოორი დააკლდებიან ...

ზესტაფონელებმა კი სტუმართა ზესტაფონში ჩამოსვლამდე ივარჯიშეს, გუნდში საბრძოლო განწყობაა, ფეხბურთელები ხვალინდელ შეხვედრაში თავდადებულად ასპარეზობისათვის არიან განწყობილი.

რაც შეეხება მატჩზე დასასწრებ ბილეთებს, დღევანდელი საღამოს მონაცემებით, უკვე გაყიდულია 2 900 ბილეთი, დანარჩენი ბილეთები ხვალ დილიდან სტადიონის სალაროებში გაიყიდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005