25.07.2008

 

ამხანაგური მატჩი ლანჩხუთელებთან.

 

25 ივლისს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი ”ზესტაფონსა” და ლანჩხუთის ”გურიას” შორის. ეროვნული თასის მოქმედი მფლობელი, რომელიც უეფა-ს თასის პირველი ეტაპის მატჩისთვის ემზადება, ეროვნული თასის პირველ მფლობელს დაუპირისპირდა.

ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: რ.კვასხვაძე, უ.ლობჟანიძე (მაკარიანი, 52), თოდუა (ზ.ლობჟანიძე, 52), სანტოსი (ბოიომო, 46), ვიეირა (ნ. კვასხვაძე, 37), დაუშვილი, ძარია (გორგიაშვილი, 59), ონიანი (ღონღაძე, 46), ჩასემი (ლომაშვილი, 55), გელაშვილი (იონანიძე, 56), გოცირიძე (ჟონატასი, 72).

შეხვედრა ზესტაფონელი ფეხბურთელების დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 4-1 დასრულდა. გოლები ირაკლი ძარიას (19 წუთი), ბექა გოცირიძის (44 და 48 წუთები) და ზურაბ იონანიძის (89 წუთი) ანგარიშზეა. ერთადერთი, რაც ლანჩხუთელებმა მოახერხეს, 22-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლია.

 

25/07/2008- ”ზესტაფონი” - ”გურია” 4 - 1


სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005