16.07.2008

 

 

”ზესტაფონი” დიორში დაბანაკდა.

 

სასტუმრო ”კონფერენცია”, ქ. დიორი

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, რომელიც უეფა-ს თასის 2008-2009 წლების გათამაშებაში სადებიუტო მატჩს ხვალ, 17 ივლისს ქალაქ დიორის ”ეტო”- ს სტადიონზე გამართავს, უნგრეთის ჩრდილო-დასავლეთში თბილისის დროით 16:00 საათზე ჩავიდა...

გუნდი დაბინავდა სასტუმრო ”კონფერენცია”-ში, რომელიც მდებარეობს ქალაქ დიორის ერთ-ერთ ლამაზ ისტორიულ უბანში...

მგზავრობის შემდეგ ძალების აღდგენისა და სადილის შემდეგ, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართა ზესტაფონელთა ვარჯიში ”ეტო”-ს სტადიონზე . გუნდში სრული მობილეზებაა და ხვალინდელი მატჩის წინ ოპტიმისტური განწყობა სუფევს ...

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხვალინდელ მატჩს უნგრეთსა, გერმანიაში, ავსტრიაში და სლოვაკეთში მცხოვრები რამოდენიმე ათეული ქართველი გულშემატკივარიც დაესწრება...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

”ეტო-სტადიონზე” ზესტაფონელთა ვარჯიშის ფრაგმენტები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005