”ზესტაფონი” უნგრეთში მიემგზავრება ...
2007 წლის 16 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრება უნგრეთის რესპუბლიკის ქალაქ დიორში, სადაც 17 ივლისს გაიმართება 2008-2009 წლის უეფა-ს თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”დიორი ეტოსთან”.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან და გულშემატკივართა მცირერიცხოვან ჯგუფთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 16 ივლისის დილას ვენაში გადაფრინდება, საიდანაც ავტობუსით ქალაქ დიორისაკენ აიღებს გეზს.
გუნდი დაბინავდება დიორში მდებარე სასტუმრო ”კონფერენსია”-ში, საიდანაც გამოემართება ”ეტო” სტადიონისაკენ 16 ივლისს დაგეგმილი ვარჯიშისა და 17 ივლისს 22:00 საათზე (თბილისის დროით) გასამართი მატჩის ჩასატარებლად ...
აქვე გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა სიას, რომლებიც უნგრეთში გაემგზავრნენ:
მეკარეები: გრიგოლ ჭანტურია, როინ კვასხვაძე, ლევან გორდეზიანი;
მცველები: სევასტი თოდუა, შალვა ღონღაძე, ფრიდოლინ ბოიომო, ედსონ სანტოსი, უჩა ლობჟანიძე, კარენ მაკარიანი;
ნახევარმცველები: ჟილვან ვიეირა, ნიკოლოზ კვასხვაძე, მურთაზ დაუშვილი, ირაკლი ძარია, როინ ონიანი, თორნიკე გორგიაშვილი, ნიკოლოზ სტეფანიშვილი;
თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი , ბექა გოცირიძე, ზურაბ იონანიძე, ერიკ რომეო ჩასემი.
|