გენერალური რეპეტიცია .
2008 წლის 13 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა უნგრეთში გამგზავრებამდე დასკვნითი საკონტროლო მატჩი. ზემოიმერელთა მეტოქე გახლდათ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის დებიუტანტი საფეხბურთო კლუბი ”გაგრა”.
შეხვედრაში, რომელიც ”მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გაიმართა, ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს : ჭანტურია (რ. კვასხვაძე, 46), ლობჟანიძე (ღონღაძე, 59), ბოიომო, სანტოსი, თოდუა (მაკარიანი, 46), დაუშვილი, ონიანი (გორგიაშვილი, 64), ძარია (ნ. კვასხვაძე, 46), ვიეირა (გელაშვილი, 46), სტეფანიშვილი (ჩასემი, 12), გოცირიძე (იონანიძე, 46).
შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელი ფეხბურთელების დიდი უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 3-0 დასრულდა. გოლები ჟილვან ვიეირას (7 წუთი), ბექა გოცირიძის (37 წუთი) და ირაკლი ძარიას (42 წუთი) ანგარიშზეა.
აღსანიშნავია, რომ ზესტაფონელთა მეტოქე მთელ რიგ ეპიზოდში უხეშობით გამოიჩინა თავი; ამდენად, შესვენებისას და მეორე ტაიმის მსვლელობისას მარგველების სამწვრთნელო შტაბმა რამოდენიმე ცვლილებას მიმართა. შეხვედრა კი ფრედ 3-3 დასრულდა ...
16 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უნგრეთში მიემგზავრება ...
|
13/07/2008- ”ზესტაფონი” - ს. კ. ”გაგრა” 3 - 3 |
|
|