თურქული შეკრების დასკვნითი საკონტროლო მატჩი.
2008 წლის 9 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა თურქული შეკრების დასკვნითი საკონტროლო მატჩი. მაგველთა მეტოქე გახლდათ აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი, ქალაქ აგდამის საფეხბურთო კლუბი ”ყარაბახი”.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს : რ.კვასხვაძე, ლობჟანიძე, ბოიომო (მაკარიანი, 49), სანტოსი (ღონღაძე, 46), თოდუა (ხიხაძე, 80), ონიანი (საცერაძე, 74), ვიეირა (ბუკია, 85), ნ.კვასხვაძე (ძარია, 55), დაუშვილი (სტეფანიშვილი, 58), გელაშვილი (იონანიძე, 46), გოცირიძე (ჩასემი, 27).
აღსანიშნავია, რომ გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდა ნახევარმცველ ნიკოლოზ სტეფანიშვილს, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ”-ში გასინჯვაზე იმყოფება ...
თანაბარ ბრძოლაში გალეული პირველი ტაიმის საწყისი წუთების შემდეგ, უპირატესობას ქართველი ფეხბურთელები დაეუფლნენ. სურათი არც შეხვედრის მეორე ნახევარში შეცვლილა. ზესტაფონელებს აზერბაიჯანელთა კარის აღების არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა, ნიკა გელაშვილმა (ბურთი ძელს გაარტყა), ერიკ რომეო ჩასემიმ, ზურაბ იონანიძემ და ჟილვან გომეს ვიეირამ ვერ მოახერხეს მეტად ხელსაყრელი მომენტების რეალიზება და საბოლოოდ მატჩი უგოლოდ - 0-0 დასრულდა.
ხვალ, 10 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სამშობლოში ბრუნდება.
|
09/07/2008- ”ზესტაფონი” - ”ყარაბახი” (აგდამი, აზერბაიჯანი) 0-0 |
|
|