08.07.2008

 

 

უეფა-მ არბიტრები დაასახელა.

 

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი” განაგრძობს უეფა-ს თასის 2008-2009 წლების გათამაშებაში დებიუტისათვის მზადებას. ამასობაში კი უეფა-მ დანიშნა უეფა-ს თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მომსახურე მსაჯთა ბრიგადები ...

”დიორი ეტო”-სა და ”ზესტაფონი”-ს პირველი მატჩი 17 ივლისს ქალაქ დიორის ”ეტო”-ს სტადიონზე ადგილობრივი დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩს ბულგარელ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება - მთავარი მსაჯი ანგელ ანგელოვი, ასისტენტები ივან ვალჩევი და ვესელინ დობრიანოვი, მეოთხე მსაჯი გეორგი იორდანოვი. შეხვედრას უეფა-ს დელეგატი ინგლისელი ბარი ბრაითი და მსაჯთა დამკვირვებელი სლოვაკი ლადისლავ გადოში მოემსახურებიან.

31 ივლისს ზესტაფონში გასამართ შეხვედრას კი ბერძენი არბიტრები იმსაჯებენ - მთავარი მსაჯი ანასტასიოს კაკოსი, ასისტენტები კონსტანტინოს დალასი და სპიროს ტრიფონასი, მეოთხე მსაჯი ილიას მაზარაკოსი. მატჩი თბილისის დროით 17: 00 საათზე დაიწყება.

ამასობაში კი, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი ისევ თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც განაგრძობს პრესტიჟულ ევროტურნირში მონაწილეობისათვის მზადებას (იხილეთ ვიდეო). 9 ივლისს იგეგმება საკონტროლო შეხვედრის გამართვა აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ, ქალაქ აგდამის საფეხბურთო კლუბ ”ყარაბახ” -თან.

 

ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

   
FC ZESTAFONI © 2005