04.07.2008

 

 

”ზესტაფონი” შინ ითამაშებს.

 

საქართველოს თასის მფლობელი ”ზესტაფონი” უეფა-ს თასის მატჩებს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებს - სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ უეფა-მ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის წარმომადგენელი არნო სარგსიანი 25-26 ივნისს სტუმრობდა ზესტაფონს სპეციალურად სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების შესაფასებლად.

”ზესტაფონის” სტადიონი მეოთხე ქართული არენაა, რომელიც ოფიციალურად იქნა დაშვებული უეფა-ს საკვალიფიკაციო მატჩების სამასპინძლოდ. სტადიონზე გარკვეული სამუშაოებია დარჩენილი, რომელსაც უეფა-ს დელეგატი უშუალოდ მატჩის დროს შეამოწმებს.

 

სფფ-ის პრესცენტრი

   
FC ZESTAFONI © 2005