03.07.2008

 

ამხანაგური მატჩი თურქებთან .

 

2008 წლის 3 ივლისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა თურქული შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ თურქეთის ჩემპიონატის ”B” ლიგის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი ”ბელედიესპორი”.

როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელ შეხვედრაში მარგველთა მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი, ბაქოს ”ინტერი” უნდა ყოფილიყო. თუმცა, საორგანიზაციო ხასიათის პრობლემების გამო, მატჩი არ შედგა. ზესტაფონელები კი თურქეთის ჩემპიონატის ”B” ლიგის წარმომადგენელს, საფეხბურთო კლუბ ”სანლიურფა ბელედიესპორ”-ს დაუპირისპირდნენ.

ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს : რ.კვასხვაძე, ლობჟანიძე (ბუკია, 57), თოდუა ( გორგიაშვილი, 70), ბოიომო (ხაჩიძე, 55), სანტოსი (ღონღაძე, 46), ონიანი, ნ.კვასხვაძე (ხიხაძე, 46), ძარია (საცერაძე, 60), ვიეირა ( მაკარიანი, 46), გოცირიძე, გელაშვილი (იონანიძე, 46)

აღსანიშნავია, რომ გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდათ ახალგაზრდა ფეხბურთელებს გივი ხაჩიძესა და კარენ მაკარიანს და ზესტაფონის საფეხბურთო სკოლის აღსაზრდელ თამაზ ხიხაძეს. ასევე, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს შემადგენლობაში იასპარეზა ცხინვალის ”სპარტაკი”-დან დაბრუნებულმა ირაკლი ძარიამ.

შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უდიდესი უპირატესობით წარიმართა და მათივე უპირობო გამარჯვებით - 5-0 დასრულდა. გოლები ჟილვან ვიეირას (10 წუთი), ნიკა კვასხვაძის (14 წუთი), ნიკოლოზ გელაშვილის (22 წუთი) და ზურაბ იონანიძის (54 და 62 წუთები) ანგარიშზეა.

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005