30.06.2008

 

 

მზადება და 3 954 სკამი.

 

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი განაგრძობს უეფა-ს თასის 2008-2009 წლების გათამაშებაში დებიუტისათვის მზადებას. ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამუშაოები კი დასასრულს უახლოვდება ...

გუნდი დაბინავდა სასტუმრო ”პატალია”-ში, რომელიც სულ რაღაც 80 კილომეტრითაა დაშორებული ქვეყნის დედაქალაქ ანკარას და მდებარეობს მთიან ზონაში ზღვის დონიდან 1 250 მეტრის სიმაღლეზე. სხვათაშორის, სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ ზესტაფონელები შარშან ზაფხულშიც ( XIX-ე ეროვნული ჩემპიონატისათვის მზადების პერიოდში).

უნდა ითქვას, რომ სასტუმრო ”პატალია”-ში გუნდის წვრთნისა და მზადებისათვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. სტუმართა განკარგულებაშია საფეხბურთო მოედნები, სატრენაჟორო დარბაზი, საცურაო აუზები და ა.შ ...

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

3 ივლისს დაგეგმილია პირველი საკონტროლო მატჩის გამართვა - იმერელთა მეტოქე აზერბაიჯანის მოქმედი ჩემპიონი, ბაქოს წარმომადგენელი კლუბი ”ინტერი” იქნება .

ამასობაში კი, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე უკვე დასრულებულია 3 954 ( საპატიო სტუმართა სექტორის გარდა) ინდივიდუალური სავარძლის მონტაჟი. სამუშაოთა უდიდესი ნაწილი ამ დროისათვის უკვე დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ ”კოსმეტიკური” ხასიათის სამუშაოთა ბოლომდე მიყვანა ...

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005