გუნდი თურქეთში, კომისია და სკამები ზესტაფონში .
2008 წლის 26 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში, სადაც 26 ივნისიდან 10 ივლისამდე გაიმართება უეფა-ს თასის 2008-2009 წ. გათამაშებისათვის მზადების მესამე, დასკვნითი ეტაპი.
აღსანიშნავია, რომ თურქული შეკრების გამართვისას დაგეგმილია 4 ამხანაგური შეხვედრის ჩატარება. გუნდი მეზობელ ქვეყანაში გაემგზავრა საბრძოლო შემადგენლობით, გამონაკლისს მხოლოდ გაბონის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული პოლ კესანი და ეტიენ ბიტო’ო წარმოადგენენ.
რაც შეეხება ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ არენაზე უკვე მიმდინარეობს ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება. საინტერესოა, რომ სტადიონზე მონტაჟდება ხუთი სხვადასხვა ფერის სავარძლები ...
|
ს.კ. ”ზესტაფონი”-ს ვიცე-პრეზიდენტი ვასილ გველესიანი, ბაქარ ჟორდანია, უეფა-ს დელეგატი არნო სარგსიანი, ს.კ. ”ზესტაფონი”-ს პრეზიდენტის წარმომადგენელი კორნელი კოკაია, გიორგი გოგოლაძე, სერგო ფუტკარაძე
|
25-26 ივნისს ზესტაფონსა და ქუთაისში იმყოფებოდა უეფა-ს წარმომადგენელი და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების მენეჯერი არნო სარგსიანი, რომელსაც ახლდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საკლუბო ლიცენზირების განყოფილების უფროსი ბაქარ ჟორდანია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფრასტრუქტურის ექსპერტი გიორგი გოგოლაძე.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ არსებულ მდგომარეობას - დაათვალიერეს უეფა-ს ოფიციალურ პირთა და სტუმართა გუნდთათვის განკუთვნილი სასტუმროები, აეროპორტი ”კოპიტნარი”, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე შესრულებული სამუშაოები. დათვალიერების შედეგებზე დაყრდნობით, უეფა-ს წარმომადგენელი შეადგენს შესაბამისს პატაკს, რომელსაც საგანგებოდ განიხილავენ უეფა-ს სალიცენზიო განყოფილებაში და ზესტაფონის არენაზე უეფა-ს თასის გათამაშების მატჩების ჩატარება-არჩატარების საკითხიც საბოლოოდ ამის შემდეგ გადაწყდება .
|