10.06.2008

 

დია 2008

უჩა ლობჟანიძე - ჩემპიონატის საუკეთესო მცველია.

 

გუშინ, თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის მიერ ორგანიზებული სეზონის რჩეულთა დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონია - დია გაიმართა.

 

საზეიმო ცერემონიალს, რომელსაც მსახიობი თემურ ჭიჭინაძე და გადაცემა ”გოლის” წამყვანი თათული ბართაია უძღვებოდნენ, სფფ-ის ხელმძღვანელები, მსახიობები, საფეხბურთო სპეციალისტები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. საღამოს მუსიკალურად აფორმებდა გივი გაჩეჩილაძის ბენდი, რამდენიმე სიმღერა კი ჯგუფმა 33ა-მ, ბორის ბედიამ და ბრიტანელმა ჯაზმენმა ტონი ო’მეილმა შეასრულეს.

დია 2008-ის ტრიუმფატორი თბილისის ”დინამოს” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი გახდა: მან საუკეთესო ნახევარმცველისთვის და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზები ჩაიბარა.

სპფლ-მ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად იტალიის ”მილანის” მცველი კახა კალაძე დაასახელა - ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ტიტული პირველად მოიგო.

ნომინაციებში მთავარი პრიზები შემდეგნაირად განაწილდა:

საუკეთესო მეკარე: დიდე ოვონო (”დინამო თბილისი”); ნომინანტები: როინ კვასხვაძე (”ზესტაფონი”), ლადო ნადირაშვილი (”ამერი”)

საუკეთესო მცველი: უჩა ლობჟანიძე (”ზესტაფონი”); ნომინანტები: ალექსანდრე კვახაძე (”ვიტ ჯორჯია”), მილოშ კრშკო (”დინამო თბილისი”)

საუკეთესო ნახევარმცველი: გიორგი მერებაშვილი (”დინამო თბილისი”); ნომინანტები: დავით ოდიკაძე (”დინამო თბილისი”), ჟილვან ვიეირა (”ზესტაფონი”)

საუკეთესო თავდამსხმელი: დიმიტრი ტატანაშვილი (”ამერი”); ნომინანტები: ბექა გოცირიძე (”ზესტაფონი”), რატი ალექსიძე (”ლოკომოტივი”)

წლის აღმოჩენა: მათე ვაწაძე (”დინამო თბილისი”); ნომინანტები: ირაკლი კლიმიაშვილი (”ვიტ ჯორჯია”), დავით დევდარიანი (”ოლიმპი”)

საუკეთესო მწვრთნელი: ნესტორ მუმლაძე (”ვიტ ჯორჯია”); ნომინანტები: დუშან უჰრინი (”დინამო თბილისი”), თემურ მახარაძე (”ზესტაფონი”)

საუკეთესო მსაჯი: ლევან ფანიაშვილი; ნომინანტები: ლევან კვარაცხელია, გიორგი ვადაჭკორია

საუკეთესო პროექტი: ტელეკომპანია ”კოლხიდა”; ნომინანტები: პლაჟის ფეხბურთი, საგურამოს საწვრთნელი ბაზა

ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: გიორგი მერებაშვილი (”დინამო თბილისი”); ნომინანტები: მიხეილ ხუციშვილი (”დინამო თბილისი”), ბექა გოცირიძე (”ზესტაფონი”)

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: კახა კალაძე (”მილანი”, იტალია); ნომინანტები: ალექსანდრე იაშვილი (”კარლსრუე”, გერმანია), ლევან კობიაშვილი (”შალკე 04”, გერმანია)

 დია-ს ორგანიზატორებმა წლეულს პირველად დააჯილდოვეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ულამაზესი გოლის ავტორი - მთავარი პრიზი ”ბორჯომის” თავდამსხმელ გია მეგრელაძეს გადაეცა.

 

სფფ-ის პრესცენტრი

   
FC ZESTAFONI © 2005