მიმდინარე წლის 16 მაისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგის” თასის გათამაშების ფინალურ მატჩში ანგარიშით 2-1 დაამარცხა თბილისის ”ამერი” და კლუბის ისტორიაში პირველი ტიტულიც დაისაკუთრა .
როგორც მოგეხსენებათ, თასის გათამაშების ფინალურ მატჩს 15 000 -მდე ზესტაფონელი გულშემატკივარი დაესწრო. თასის მფლობელთა დაჯილდოების ცერემონიალის დასრულებისა და საყვარელი გუნდის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონიდან ოვაციების თანხლებით გაცილების შემდეგ,მარგველები ზესტაფონისკენ დაიძრნენ.