16.05.2008

 

ინტერვიუ ჟილვან გომეს ვიეირასთან.

ახალი თასი ჩვენ უნდა დაგვრჩეს ...

 

რად გვინდა ინგლისური, ქართულად ვისაუბროთ. უკვე მე ქართველი ბრაზილიელი არის... - დამტვრეული ქართულით უპასუხა ”ლელო”-ს კორესპონდენტს ინგლისურად დასმულ შეკითხვაზე ”ზესტაფონი”-ს ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვიეირამ და განაგრძო ...

- ჩვენ სრული საბრძოლო შემადგენლობით ვემზადებით. დღეს ეროვნული სტადიონზე ვივარჯიშეთ და წვრთნაზე აშკარად ჩანდა, რომ ყველა ფეხბურთელი მობილიზებულია.

- მეტოქეს როგორ შეაფასებდი ?

- ”ამერი” კარგი გუნდია, თასი ორჯერ აქვს აღებული, მაგრამ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა ფინალი ჩვენ უნდა მოვიგოთ.

- მეტოქე სიურპრიზებს გიმზადებთ ...

- სიურპრიზები ჩვენც გვაქვს მომზადებული. მეტოქეს მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელებიც მაგრები არიან - ბექა გოცირიძე, ნიკა გელაშვილი, ზურა იონანიძე და სხვები ...

- შანსებზე რას იტყოდი ?

- ოო, რთული კითხვაა! ჩემი აზრით, შანსები თანაბარია.

- მეტოქეს ორი ფეხბურთელი აკლია, თქვენ კი სრული შემადგენლობით ემზადებით ...

- კი, ეგრეა, მაგრამ შანსებს მაინც თანაბრად გავანაწილებდი.

- როგორ ფიქრობ, 90 წუთში გოლი გავა თუ არა ?

- (იცინის) ... კი, გავა გოლი, მე უნდა გავიტანო ... ეს ხუმრობით. ალბათ, თამაში უგოლოდ არ ჩაივლის. თუ 90 წუთი არ იქნება საკმარისი, მაშინ, ალბათ, პენალტების სერიამდეც კი მივა საქმე. როგორც უნდა იყოს, ჩვენ უნდა მოვიგოთ. ერთხელ უკვე ვითამაშე თასის ფინალში. შარშან დავმარცხდით, ამჯერად კი ახალი თასი უნდა მოვიგოთ

 

გაზეთი ”ლელო”

   
FC ZESTAFONI © 2005