11.05.2008

 

ბრძოლა მედლებისათვის დასრულდა.

 

2008 წლის 11 მაისს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის მატჩები. ეროვნული პირველობის მედლებისათვის მებრძოლი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბათუმში ესტუმრა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”დინამო”-ს ...

როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, ამის მიუხედავად, შეხვედრის პირველი ნახევარი უგოლოდ, 0-0 დასრულდა.

პირველის მსგავსად, შეხვედრის მეორე ნახევარიც ზესტაფონელი ფეხბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა, საბოლოოდ, მატჩის შედეგი აღარ შეცვლილა - ფრე 0-0 და იმის გათვალისწინებით, რომ ”ვიტ-ჯორჯია”-მ 2-1 დაამარცხა ზუგდიდის ”მგლები” და დაისაკუთრა ”ვერცხლი”, ზესტაფონელები ეროვნული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

 

11/05/2008- ”დინამო” (ბათუმი) - ”ზესტაფონი” 0-0

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005