07.05.2008

 

ზეიმი ზესტაფონში .

 

2008 წლის 7 მაისს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა უმასპინძლა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამო”-ს .

როგორც მოგეხსებებათ, 4 დღის წინ სწორედ ამ მეტოქეთა შეხვედრამ გამოავლინა 2008 წლის ქვეყნის ჩემპიონი. დინამოელებმა ზესტაფონში დაამარცხეს უშუალო კონკურენტი და საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მეცამეტედ დაეუფლნენ.

თასის გათამაშების განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრამდე აშკარად იგრძნობოდა, რომ მასპინძლებს ყოველგვარი უკანდასახავი გზა მოჭრილი ჰქონდათ და ისინი საკუთარი მაყურებლის წინაშე რეაბილიტაციაზე და დადებითი შედეგის მიღწევაზე იყვნენ ორიენტირებულნი.

მატჩის მიმდინარეობამ ეს ვარაუდები სავსებით გაამართლა - შეხვედრა პირველიდან უკანასკნელ წუთამდე ზესტაფონელთა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 1-0 დასრულდა. იმის მიუხედავად, რომ მასპინძლები 3-4-ჯერ მაინც ვალდებულნი იყვნენ შეერხიათ დიდიე ოვონოს კარის ბადე, ერთხელაც დინამოელთა კარის აღება არბიტრის ასისტენტის ჩარევის შემდეგ გაუქმდა; მარგველებმა სტუმართა დამწუხრება მხოლოდ ერთხელ მოახერხეს - 62-ე წუთზე გამარჯვების გოლი როინ ონიანმა გაიტანა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დინამოელთა გაბონელი გოლკიპერის ბრწყინვალე ასპარეზობა. მან რამოდენიმე ეპიზოდში სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა და იხსნა თავისიანები. საბოლოოდ, მატჩი დასრულდა მასპინძელთა კანონზომიერი გამარჯვებით ანგარიშით 1-0.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრაში, რომელიც 16 მაისს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება, საფეხბურთო კლუბი”ზესტაფონი” თავის ოდინდელ მეტოქეს თბილისი ”ამერ”-ს დაუპირისპირდება.

 

07/05/2008- ”ზესტაფონი” - ”დინამო” (თბილისი) 1-0

დაწვრილებით:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

   
FC ZESTAFONI © 2005