2008 წლის 3 მაისს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა შინ უმასპინძლა თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამო”-ს და დამარცხდა მეტოქესთან ანგარიშით 0-1.
მატჩის მოგების შემთხვევაში, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს ფეხბურთელები კვლავაც ინარჩუნებდნენ ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედლებისათვის ბრძოლის შანსს. ”დინამო” კი, დადებითი შედეგის მიღწევით, ფაქტიურად ინაღდებდა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს.
შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა. ყველაფერი კი 55-ე წუთზე მათე ვაწაძის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. ”დინამო” -მ ოცდამეოთხე ტურის შემდეგ 64 ქულა დააგროვა და იმის გათვალისწინებით, რომ ”ვიტ-ჯორჯია”-მ ”ამერ”-თან დათმო შეხვედრა, ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, მეცამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ულოცავს დინამოელებს საპატიო ტიტულის მოპოვებას !