02.05.2008

 

ზურაბ იონანიძეს ფანების ეიმედება.

 

 

ზურაბ იონანიძე რომელ გუნდშიც არ უნდა თამაშობდეს, ”დინამო”-სთვის ყოველთვის საშიშია, რადგან ”იონას” საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელთაგან ყველაზე მეტჯერ აქვს აღებული ”დინამო”-ს კარი. იონანიძე ამჯერადაც იმედიანადაა განწყობილი.

 

- სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ”დინამო”-სთან წაფორხილების შემთხვევაში ოქროს მედლებზე ფიქრს უნდა დაემშვიდობოთ.

- ჩვენ უკანდასახევი გზა აღარ გვაქვს. გავალთ მოედანზე და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. ”დინამო”-ს თუ მოვუგეთ, ქულათა შორის სხვაობა სამამდე ჩამოვა და კიდევ ორი ტური იქნება დარჩენილი, სადაც, კაცმა არ იცის, რა მოხდება. გარდა ამისა, ”დინამო”-სთან გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე გასვლა სავსებით რეალური იქნება.

- შვიდში ”დინამო”-სთან თასის განმეორებითი ნახევარფინალური შეხვედრა გელით. იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონობის შანსები არც ისე დიდი გაქვთ, აქცენტის გადატანას თასზე ხომ არ აპირებთ ?

- ორივე მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ და რა გამოვა, ვნახოთ. რადგან რამდენიმე დღეში თასის შეხვედრა გველის, არა მგონია, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონატის მატჩში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები დაასვენოს.

- ”დინამო”-სთვის არაერთხელ გაგიტანია. ალბათ, ამჯერადაც არ იტყვი უარს ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის დამწუხრებაზე.

- ”დინამო”-სთვის მართლაც ბევრჯერ გამიტანია და ამაზე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული.

- ალბათ საკუთარი გულშემატკივრების იმედიც გაქვთ ?

- რა თქმა უნდა! მართალია, ”დინამო” ძალიან ძლიერი კლუბია, მაგრამ მას შაბათს ნამდვილ ბრძოლას შევთავაზებთ. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს! დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრები სტადიონს პირთამდე შეავსებენ და ჩვეულად დაგვიდგებიან გვერდში .

 

გაზეთი ”ოლიმპი”

   
FC ZESTAFONI © 2005