01.05.2008

 

ზესტაფონელთა მზადება.

 

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”-ს პირველი გუნდი შეუდგა სეზონის გადამწყვეტი მატჩებისათვის მზადებას. გუნდი მიმდინარე წლის 29 მაისს შეიკრიბა ზესტაფონში. პარალელურად, ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

როგორც ფეხბურთის მოყვარულთათვის ცნობილია, მიმდინარე წლის 3 და 7 მაისს მარგველები ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჯერ ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურის, ამის შემდეგ კი დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშების ნახევარფინალური სტადიის შეხვედრებში უმასპინძლებენ ქვეყნის 12-გზის ჩემპიონს, მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამო”-ს.

იმერული კლუბის ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარებულიყო აღდგენითი-სარემონტო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ უნდა განახლდეს სტადიონის იერ-სახე, კერძოდ დაგეგმილია: სტადიონის ფასადისა და სახურავის შეღებვა, სტადიონის ტრიბუნების საკლუბო სიმბოლიკით დამშვენება, ზესტაფონის ცენტრალურ არენაზე მოსული გულშემატკივართათვის საზეიმო ატმოსფეროს შექმნა და ა.შ.

აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულება დაგეგმილია 3 მაისს გასამართი ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005