2008 წლის 26 აპრილს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამესამე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გორში ესტუმრა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკ”-ს.
როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი ძალიან დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. უნდა ითქვას, რომ შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა.
მასპინძლები ორჯერ დაწინაურდნენ გიორგი ხიდაშელის( 34-ე და 67-ე წუთები) გოლების წყალობით. ორივე საგოლე ეპიზოდში უნდა აღინიშნოს ზესტაფონელი მცველების არასაიმედო თამაში. ზესტაფონელმა ფეხბურთელებმა კი, პოლ კესანისა და ნიკოლოზ გელაშვილის გოლების წყალობით, ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.