2008 წლის 13 აპრილს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის მატჩები. ეროვნული პირველობის მედლებისათვის მებრძოლი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბორჯომში ესტუმრა ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს.
მატჩი, მოლოდინისამებრ, სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა, ამის მიუხედავად, დაწინაურება მარგველებმა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მოახერხეს - 43-ე წუთზე კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ შალვა ღონღაძემ ბურთი მასპინძელთა კარის ხარიხას მოახვედრა, ნიკა კვასკვაძემ კი დამატებაზე ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა.
სტუმრებს ამის შემდეგაც ექმნებოდათ გოლის გატანის შესაძლებლობები, თუმცა, სტუმრები შეტევის დამაგვირგვინებელ სტადიაში მოიკოჭლებდნენ. განსაკუთრებით გამოსარჩევია ზურაბ იონანიძის მიერ გაცუდებული პენალტი.
საბოლოოდ, მატჩის შედეგი აღარ შეცვლილა - ზესტაფონელთა დამსახურებული გამარჯვება ანგარიშით 2-0.