პირველი ნახევარფინალური მატჩი.
2008 წლის 8 აპრილს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების პირველი ნახევარფინალური მატჩი. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” თბილისში ესტუმრა ქვეყნის 12-გზის ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ ”დინამო”-ს .
მატჩი, მოლოდინისამებრ, ძალიან დაძაბული გამოდგა. შეხვედრის პირველ ნახევარში ორივე გუნდი ცდილობდა ტერიტორიის დაუფლებას, თუმცა, ვერცერთმა მხარემ პირველ 45 წუთში ვერ მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება.
მეორე ტაიმის დასაწყისი კი სტუმართათვის ბედნიერი აღმოჩნდა - შეტევის მარჯვენა მხრიდან ნიკა კვასკვაძის უნაკლო გადაცემის შემდეგ ბურთი თბილისელთა კარში ბექა გოცირიძემ გადაგზავნა.
65-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა. სტუმართა მცველებს გაეპარათ დინამოელთა სწრაფი კონტრშეტევა და მათე ვაწაძემ ანგარიში გაქვითა. გუნდების არაერთი მცდელობის მიუხედავათ, ანგარიში საბოლოოდ აღარ შეცვლილა. არადა, ბექა გოცირიძესა და ზურაბ იონანიძეს მართებდათ საგოლე მომენტების რეალიზება და მარგველთათვის გამარჯვების მოტანა.
ეროვნული თასის მიმდინარე გათამაშების ფინალისტის ვინაობას 7 მაისს ზესტაფონში გასამართი შეხვედრა გამოავლენს.
|
08/04/2008- ”დინამო” (თბილისი) - ”ზესტაფონი” 1 - 1 |
დაწვრილებით: |
|