2008 წლის 4 აპრილს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა შინ უმასპინძლა ქვეყნის 2006 წლის ჩემპიონს, ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონ”-ს და დაამარცხა მეტოქე ანგარიშით.
მატჩი ძალიან დაძაბული და ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. ამის მიუხედავად, ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებზე შეკრებილმა მაყურებელმა 4 გოლი იხილა. ანგარიში ჟილვან გომეს ვიეირამ გახსნა11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით, რომელიც ბოლნისელთა საჯარიმოში ხელით თამაშისათვის დაინიშნა. საინტერესოა, რომ ეს ბრაზილიელის მეათე გოლი გახლდათ მეცხრამეტე ეროვნულ ჩემპიონატში.