16.03.2008

 

შეხვედრა გაძლიერებულ რკინიგზელებთან.

 

2008 წლის 16 მარტს გაიმართა საქართველოს მეცხრამეტე ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” თბილისში ესტუმრა ეროვნული თასის სამგზის მფლობელ საფეხბურთო კლუბ ”ლოკომოტივ”-ს ...

შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა უდავო უპირატესობით წარიმართა. სტუმრებმა მატჩის დებიუტშივე დაწინაურებაც შეძლეს - მატჩის მე-9 წუთზე ზესტაფონელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჟილვან გომეს ვიეირამ ლამაზი დარტყმით რკინიგზელები დაამწუხრა. პირველივე ტაიმში გიორგი ხიდეშელს და ეტიენ ბიტო’ოს სტუმართა უპირატესობა უფრო თვალსაჩინო უნდა გაეხადად, თუმცა მათ დარტყმეს სიზუსტე დააკლდათ.

მეორე ნახევარში მინდორზე რატი ალექსიძე გამოჩნდა , რომელმაც ბურთთან პირველივე შეხება გოლად აქცია . სტუმართა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მატჩი ფრედ 1- 1 დასრულდა .

 

16/03/2008- ”ლოკომოტივი” (თბილისი)- ”ზესტაფონი” 1-1

დაწვრილებით:

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005