12.03.2008

 

”ზესტაფონი” თასის ნახევარფინალშია .

 

2008 წლის 12 მარტს გაიმართა დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული ”ყაზბეგი”-ს თასის გათამაშების განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩები. საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა უმასპინძლა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”ოლიმპ”-ს .

რუსთავში მოპოვებული მინიმალური გამარჯვების (1-0) შემდეგ ამ მეოთხედფინალურ წყვილში ფავორიტად ზესტაფონელები მიიჩნეოდნენ. თუმცა, ამის მიუხედავად, ზესტაფონის ცენტრალური სტადიონის მინდორზე დიდი ბრძოლა გაჩაღდა. სტუმრები ორმატჩიანი დუელის სათავისოდ შემოსატრიალებლად აშკარად იყვნენ შემართულნი.

მატჩის საწყისი წუთები ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით წარიმართა, მასპინძელთა დაწინაურება ალექსი ბენაშვილსა და ეტიენ ბიტო’ო -ს მართებდათ, თუმცა რუსთაველთა გოლკიპერი ბექა შეყრილაძემ გამოიყურებოდა საიმედოდ და ორივეჯერ გააუვნებეჰყო ხიფათი საკუთარ კართან. ტაიმის შუაწელს მასპინძლებმა შეძლეს სტუმართა კარის ბადის შერხევა, თუმცა ალექსი ბენაშვილის შორიდან დარტყმულს თამაშგარე მდგომარეობაში მყოფმა ბექა გოცირიძემ შეაგება ფეხი...

მატჩის ბედი კი, როგორც ეს არაერთხელ აქამდეც მომხდარა, უბერებელმა ზურაბ იონანიძემ გადაწყვიტა. მან ბექა გოცირიძის წაქცევისათვის დანიშნული 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყნა აუღელვებლად გოლად აქცია. გუნდების არაერთი მცდელობის მიუხედავად, იონას გოლი ამ შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა - 1-0.

 

12/03/2008- ”ზესტაფონი” - ”ოლიმპი” (რუსთავი) 1-0

დაწვრილებით:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური

   
FC ZESTAFONI © 2005