08.02.2008

 

”ბელეკ არკადიის” თასის ფინალური მატჩი .

 

2008 წლის 8 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა ”ბელეკ არკადიის” თასის გათამაშების ფინალურ მატჩში იასპარეზა. ზემოიმერელთა მეტოქე გახლდათ დიდი ტრადიციების მქონე სახელგანთქმული უნგრული საფეხბურთო კლუბი, ბუდაპეშტის ”ჰონვედი”.

დიდი ფერენც პუშკაშის მშობლიური გუნდი უწინდელივით ვეღარ ბრწყინავს ევროპულ სარბიელზე, თუმცა ”ჰონვედი” მაინც ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს. დღესდღეობით გუნდში 7 ლეგიონერი ასპარეზობს - ორი კოტ დ’ივუარელი, სენეგალელი, მოზამბიკელი, ნიგერიელი, ბრაზილიელი და სერბი. გუნდს უნგრეთში ცნობილი სპეციალისტი ატილა სუპკა უდგას სათავეში.

შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა, პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და უგოლოდ, 0-0 დასრულდა. მეორე ტაიმიც მძიმე ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა 71 -ე წუთზე მადიარებმა შესძლეს დაწინაურება, გოლი ჟელერტ ივანჩიჩის ანგარიშზეა. ზესტაფონელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ ანგარიში აღარ შეცვლილა - 0-1 .

ხვალ, 9 თებერვალს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სამშობლოში ბრუნდება.

 

08/02/2008- ”ზესტაფონი” - ”ჰონვედი” (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 0-1

”ზესტაფონი”: ჭანტურია, საჯაია, თოდუა, ვიეირა, ლობჟანიძე, ბენაშვილი, კესანი, ონიანი (ღონღაძე,71), ნ.კვასხვაძე (დაუშვილი,60), ბიტო’ო, იონანიძე (ფიფია,54).

”ჰონვედი”: ბორელი, ტაკაში, სმილიანიჩი, ფილო, ვინცე, ადევუნმი, ჯენიტო, ბარანიოში, ივანჩიჩი, ჰერცეგფალვი, აბრაჰამი (ჟოლნაი,85).

ყვითელი: ჯენიტო, ივანჩიჩი;

წითელი: ბიტო’ო (76);

გოლი: ივანჩიჩი (71).

სკ. ”ზესტაფონი”-ს პრეს-სამსახური
   
FC ZESTAFONI © 2005