მატჩი კორეელებთან .
2008 წლის 5 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა ”ბელეკ არკადიის” თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მესამე ტურის მატჩი. მარგველთა მეტოქე გახლდათ კორეული საფეხბურთო კლუბი ”ჯეჟუ იუნაიტედი”.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: ჭანტურია, საჯაია, თოდუა, ვიეირა, ლობჟანიძე, დაუშვილი, კესანი (ბენაშვილი, 46), ნ.კვასხვაძე, ონიანი, იონანიძე, ფიფია
მატჩი ზესტაფონელთა საგრძნობი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. 25-ე წუთზე ქართველებმა ანგარიშიც გახსნეს - ლამაზი კომბინაცია, რომელიც ნიკა კვასხვაძემ და გოგა ფიფიამ წამოიწყეს, საგოლე დარტყმით ზურაბ იონანიძემ დააგვირგვინა. მეორე ტაიმიც მარგველთა უპირატესობით მიმდინარეობდა. სათამაშო ასპექტში ზესტაფონელთა წინაშე უძლური აზიელები აშკარა უხეშობაზე გადავიდნენ. ყოველივე ეს მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში გრძელდებოდა და 70-ე წუთზე, არაჯელტმენობის მორიგი ფაქტის შემდეგ, სიტუაცია მინდორზე მეტად დაიძაბა. გუნდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მატჩი აღარ განახლებულა.
უნდა ითქვას, რომ კორეელებმა ამ დღეს ყველა ორთაბრძოლა დათმეს ქართველებთან.
|
05/02/2008- ”ზესტაფონი” -”ჯეჟუ იუნაიტედ” (სამხრეთ კორეა) 1-0 |
|
”არკადია ბელეკის” თასის გათამაშების ”ა” ჯგუფის საბოლოო სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
|
გუნდები |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
ზესტაფონი |
3 |
2 |
1 |
0 |
5-0 |
7 |
2 |
ჯეჟუ იუნაიტედი (კორეა) |
3 |
1 |
1 |
1 |
1-1 |
4 |
3 |
პტაკი (ბრაზილია) |
3 |
1 |
0 |
2 |
1-5 |
3 |
4 |
შახტიორი (ყაზახეთი) |
3 |
0 |
2 |
1 |
0-1 |
2 |
”არკადია ბელეკის” თასის გათამაშების ფინალურ შეხვედრას ს. კ. ”ზესტაფონი” 8 თებერვალს გამართავს. ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ჩვენი გუნდის მეტოქე, სავარაუდოდ, უნგრული ”ჰონვედი” ან რუმინული ”ფარული” იქნება. |