შეხვედრა ფეხბურთის ბრაზილიურ აკადემიასთან .
2008 წლის 3 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა ”ბელეკ არკადიის” თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი. მარგველთა მეტოქე გახლდათ ბრაზილიის სან-პაულუს შტატის საფეხბურთო აკადემია ”პტაკი”-ს გუნდი.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: რ.კვასხვაძე, საჯაია (თოდუა, 61),ღონღაძე, ლობჟანიძე, ვიეირა, ბენაშვილი (ბახტურიძე, 74), ხიდეშელი (დაუშვილი, 46), ონიანი, ბიტო’ო (ფიფია, 46), გოცირიძე, გელაშვილი (ნ.კვასხვაძე, 24).
როგორც მოგეხსენებათ, ყარაგანდის ”შახტიორ”-თან და კორეულ ”ჯეჟუ”-სთან ერთად, ჩვენს ჯგუფში რუმინულ ”ჩახლაულ”-ს უნდა ეასპარეზა. თუმცა, ბოლო მომენტში კარპატელებმა ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. მათ ნაცვლად კი ორგანიზატორებმა ტურნირში სწორედ ჩვენი დღევანდელი მეტოქე ჩასვეს.
საფეხბურთო აკადემია ”პტაკი” გახლავთ პოლონელი ბიზნესმენის (პტაკი - სწორედ მისი გვარი გახლავთ) მიერ დაარსებული საფეხბურთო სკოლა, რომელიც დაკავებულია ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების სელექციითა და აღზრდით, როგორც ბრაზილიაში, ასევე მთლიანად სამხრეთ ამერიკის მასშტაბით. გარდა ამისა, აკადემიას აქვს გახსნილი ცენტრი პოლონეთში, რომელშიც მიმდინარეობს მუშაობა ევროპელ და სამხრეთამერიკელ ტალანტებთან. ევროპულ ცენტრს გააჩნია სხვა ფუნქციაც - ის ბრაზილიელი ფეხბურთელების ევროპულ რეალიებთან საადაპტაციო პუნქტადაა ქცეული.
დღევანდელ დაპირისპირებაში ჩვენი მეტოქე გახლდათ ”პტაკი”-ს აკადემიის გუნდი, რომლის ფეხბურთელთა ასაკი 19-20 წელი გახლავთ. საინტერესოა, რომ გუნდს სათავეში პოლონელი სპეციალისტი ვოიტეკ რობაშეკი უდგას. საფეხბურთო აკადემია ”პტაკი”-ს გუნდმა ორიოდე კვირის წინ წარმატებით იასპარეზა რამენსკოეს ”სატურნი”-სა და მოსკოვის ”სპარტაკი”-ს დუბლშემადგენლობათა წინააღმდეგ შეხვედრებში - თუ მოსკოვისოლქელებთან მატჩი ფრედ 2-2 მორჩა, მოსკოველებთან შეხვედრა ბრაზილიელთა გამარჯვებით 1-0 დასრულდა.
ბრაზილიელებთან დაპირისპირება ქართველთა აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათივე დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა. უკვე 12-ე წუთზე ჟილვან ვიეირას ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს კარში ადგილი ბექა გოცირიძემ მიუჩინა. ქართველები განაგრძობდნენ შეტევებს- 24-ე წუთზე ნიკა გელაშვილი ლათინოამერიკელთა კარის დარაჯთან პირისპირ გადიოდა, ამ დროს კი მას ”პტაკი”-ს მცველი უკნიდან ფეხებში უხეშად ჩაარტყა, რისთვისაც იმწამსვე მოედნიდან იქნა გაძევებული. ყველაზე უსიამოვნო კი ამ ეპიზოდში გახლდათ ის, რომ ნიკა გელაშვილმა საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო და გამოსაცვლელი გახდა.
მეორე ტაიმი ქართველებმა აღმაფრენით ჩაატარეს. 57-ე წუთზე ალექსი ბენაშვილის შორიდან დარტყმული ბურთი ბრაზილიელთა გოლკიპერმა უხერხულად მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ჟილვან ვიეირამ დაასწრო. 62-ე წუთზე, ბექა გოცირიძის უხეშად თამაშის შემდეგ, მოწინააღმდეგე ბანაკებში ფეხბურთელთა რაოდენობა კვლავ გათანაბრდა, თუმც, ამის მიუხედავად, 74-ე და 83-ე წუთებზე გოგა ფიფიამ და როინ ონიანმა შესაბამისად ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადეს - 4-0 .
|
03/02/2008- ”ზესტაფონი” - ფეხბურთის აკადემია ”პტაკი” (ბრაზილია) 4-0 |
|
ორი სათამაშო დღის შემდეგ ”არკადია ბელეკის” თასის გათამაშების ”ა” ჯგუფში სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:
|
გუნდები |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
1 |
ზესტაფონი |
2 |
1 |
1 |
0 |
4-0 |
4 |
2 |
ჯეჟუ იუნაიტედი (კორეა) |
2 |
1 |
1 |
0 |
1-0 |
4 |
3 |
შახტიორი (ყაზახეთი) |
2 |
0 |
2 |
0 |
0-0 |
2 |
4 |
პტაკი (ბრაზილია) |
2 |
0 |
0 |
2 |
0-5 |
0 |
”არკადია ბელეკის” თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ს. კ. ”ზესტაფონი” ზეგ, 5 თებერვალს, სამხრეთკორეულ ”ჯეჟუ იუნატედ ”-თან გამართავს. სავარაუდოდ, სწორედ ამ მატჩში გამოვლინდება მიმდინარე ტურნირის მომავალი ფინალისტი. |