ამხანაგური მატჩი კორეელებთან .
2008 წლის 28 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონ”-მა გამართა თურქული შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ კორეის რესპუბლიკის ჩემპიონატის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი ”იონსეი”.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს : ჭანტურია (რ.კვასხვაძე, 46), თოდუა (ბახტურიძე, 46), საჯაია (ღონღაძე, 46), ონიანი ( ლობჟანიძე, 46), ვიეირა (გორგიაშვილი, 69), ჭელიძე (ხუმარაშვილი, 46), კესანი (დაუშვილი, 46), ხიდეშელი (ბენაშვილი, 46), გელაშვილი (ნ.კვასხვაძე, 46), გოცირიძე (იონანიძე, 46), ფიფია (ბიტო’ო, 46(გავაშელაშვილი, 71)).
მატჩი ძალიან საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. უნდა ითქვას, რომ პირველი ნახევარი კორეელთა გარკვეული უპირატესობიღ წარიმართა, რაც შეხვედრის მეოცე წუთზე იმერელთა კარში გატანილ გოლშიც აისახა . შესვენებისას ზესტაფონელთა დამრიგებელმა თემურ მახარაძემ ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად 10 ფეხბურთელი გამოცვალა, სწორედ ამის შემდეგ ქართველებმა შეძლეს ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება, თუმცა, მათთვის სამწუხაროდ, კორეელთა კარში გატანილ გოლებში ეს უპირატესობა არ ასახულა. პირველი ტაიმის ანგარიში საბოლოოდ აღარ შეცვლილა - ზესტაფონელთა მარცხი მინიმალური ანგარიშით 0-1.
|
28/01/2008- ”ზესტაფონი” - ”იონსეი” (კორეა) 0-1 |
|
გუნდი კვლავაც ემზადება ”არკადიის” თასის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად. ორგანიზატორებმა მთელი რიგი ცვლილებები შეიტანეს ტურნირში მონაწილე გუნდების შემადგენლობაში და, ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, ზესტაფონელებთან ერთად ”ა” ჯგუფში ტაჯიკური ”რეგარ-ტადაზი”, რუმინული ”ჩახლაული” და სამხრეთკორეული ”ჯეჟუ იუნაიტედი” იასპარეზებენ. ”ბ” ჯგუფში კი ვლადიკავკაზის ”ალანია”, ყარაგანდის ”შახტიორი”, უნგრული ”ჰონვედი” და რუმინული ”ფარული” იბრძოლებენ პირველობისათვის.
ზესტაფონელთა მეტოქე, 1 თებერვალს გასამართ პირველ მატჩში ტაჯიკეთის 6-გზის ჩემპიონი, ქალაქ ტურსუნზადეს საფეხბურთო კლუბი ”რეგარ-ტადაზი” იქნება. აღსანიშნავია, რომ ეს ამ მეტოქეთა პირველი შეხვედრა არ იქნება - გასული წლის 30 ივლისს ზემოიმერლებმა ტაჯიკები ნიკა კვასხვაძისა და პოლ კესანის გოლების წყალობით 2-0 დაამარცხეს.
|